თეგი: ამერიკელი სენატორები

პრემიერმა ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო პარტნიორად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში. ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე – ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა. დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, სენატორი გარი პეტერსი, ფინანსთა საკითხების კომიტეტის წევრი, სენატორი ბობ ქეისი, წარმომადგენელთა პალატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ქეთლინ რაისი,წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი დევიდ ჩიჩილინე, სენატორ ქრის ქუნსის ოფისის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში ალექსანდრა დეივისი, სენატორ ბობ ქეისის ოფისის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზაქარი შო, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომელი სოფი მირვისი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები დღეს დილით შეხვდნენ ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

კრის კუნსი: ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „უკვე 30 წელია, ჩვენ ვართ პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ აქ, თქვენს სასახლეში, ამ შენობაში, რომელიც ადრე შეერთებული შტატების შენობა იყო. 30 წელია, რაც ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ. ახლახან ვესტუმრეთ ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც გაიზარდა იმ გარემოში, იცის, თუ როგორია აგრესია. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის, თუ რა იყო ომი და ჩვენც, დელეგაციის მასშტაბით ნამდვილად მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას.  დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად“, – განაცხადა კრის კუნსმა. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. ​ „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

სალომე ზურაბიშვილი კრის კუნსს: დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს

როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა. დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა. „ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომს საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახლი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ეს ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს, ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა. „ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება.დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალურ აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის, ჩვენი და მთელ ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. და ყველა ვხედავთ, რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიას და აგრესორს. უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არაა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამერიკის მიერ პირველივე დღიდან გამოცხადებული სოლიდარობა და უპრეცედენტო ერთიანობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი, ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა მარიუპოლი ალყაშია მოქცეული, უნდათ, ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მსურს, აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, კიდევ ერთხელ საქართველოს სრული თანადგომა“, - განაცახდა სალომე ზურაბიშვილმა.  აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით

დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრები გამართა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და ბენ კარდინთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ელჩის Facebok გვერდზე გავრცელდა. მისი მიხედვით, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაში. „ამასთან, სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში ამერიკელ სენატორებს შეხვდა

ამერიკელი სენატორები ჯეკ რიდი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ანგუს კინგი კიევში იმყოფებიან. მათ უკვე შეხვდათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინაში ამერიკის ელჩიც ესწრებოდა, შეხვედრაზე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.  ამერიკელი სენატორებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის კადრებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

ამერიკელი სენატორები აშშ-ს და გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ

ამერიკელი სენატორები - ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს - უკრაინამ უკრაინიდან რუსები განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე შოუებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას”,- აღნიშნულია სენატორი გრეჰემის განცხადებაში. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.